Wednesday, 22 July 2015

   
          ქართველების წარმატება
      მათემატიკის საერთაშორისო                           ოლიმპიადაში
    

     წელს მათემატიკის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ტაილანდში, ჩიანგ მაიში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას 80 ქვეყნის ნაკრებთან ერთად საქართველოდან გამგზავრებული ახალგაზრდების 6-კაციანი ჯგუფიც იღებდა. 
    ქართველამა მოსწავლეებმა ოლიმპიადაზე კარგი შედეგი აჩვენეს და სამშობლოში 4 მედლით და ერთი სიგელით დაბრუნდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოსწავლეებმა
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
    ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ზურაბ მეშველიანი(კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე აჯარო სკოლა) არსანიშნავია, რომ,ზურაბი გასული წლის ოლიმპიადაზეც დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით.
    ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:
    ალექსანდრე საათაშვილმა (კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა) 
    გიორგი ხოსროშვილმა(კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა) 
   გიორგი კლდიაშვილმა (ნიკოლაძის სახელობის სახელობის სკოლა-ლიცეუმი-ქუთაისი)
  სიგელის მფლობელი გახდა საბა ძმანაშვილი(დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი)
   გუნდის წევრების შერჩევას, წვრთნასა და ოლიმპიადაში მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად აფინანსებს
       
      ვულოცავ მათ და მთელ საქართველოს ამ დიდ წარმატებას!

No comments:

Post a Comment