Friday, 10 June 2016


ტანძია on PhotoPeach
ბოლნისი, დმანისი, ტანძია on PhotoPeach

Wednesday, 20 January 2016

ქალაქ თბილისის №29 საჯარო სკოლის
                           დირექტორს, ირმა ჩარტიას,
                      ამავე სკოლის VI3 კლასის
                                   დამრიგებელ ნანა ბუჯიაშვილის
             
2014-2015  სასწავლო წელის პირველ  სემესტრში  ვიყავი  VI3  კლასის დამრიგებელი.
    სემესტრის ბოლოს  კლასში ირიცხებოდა 22 მოსწავლე,  16 ბიჭი და 13 გოგო. სპეციალური საჭიროების მოსწავლე არ  მყავს.
   სასწავლო წლის დასაწყისში განათლების სამინისტროს ინიციატივით, ყველა მოსწავლეს დაურიგდა სახელმძღვანელო, დირექციის მითითებით შეივსო ხელშეკრულებები, რომლებსაც ხელი მოაწერეს მშობლებმა და დირექტორმა.
მოსწავლეებს გავაცანი სკოლის შინაგანაწესი და მოსწავლის ქცევის კოდექსი.
 სემესტრის განმავლობაში სამჯერ  მოვიწვიე მშობელთა კრება და გავაცანი 2015-2016 სასწავლო წლის ინოვაციები და გეგმები:
·         სახელმძღვანელოების ხელშეკრულებების გადაცემა
  • შეფასების კრიტერიუმებისა და მეთოდების  გაცნობა
  • სადამრიგებლო პროგრამის განხილვა
  • მიმდინარე შეფასებების გაცნობა
  • საგნის მასწავლებლებთან შეხვედრა
  • საბოლოო შედეგების გაცნობა
სემესტრის განმავლობაში ჩავატარეთ 2 საკლასო საათი და განვიხილეთ შემდეგი თემები:
  • სიყვარული და თანადგომა
  • წიგნი თუ კომპიუტერი?
    ოქტომბრის თვეში  განვახორციელეთ არასაკლასო ღონისძიება მთაწმინდის პანთეონში, მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ცნობილ მათემატიკოს ნიკოლოზ მუსხელიშვილისა და ილია ვეკუას შესახებ, წაიკითხეს ცნობილი მწერლების ლექსები.
      ნოემბერში თვეში განვახორციელეთ არასაკლასო ღონისძიება ილია ჭავჭავაძისა და შიო არაგვისპირელის მუზეუმში.
      ინტერნეტ სივრცეში შევქმენით კლასი ბლოგი ,, ჩვენი კლასი“ http://chveniklasi29.blogspot.com/, სადაც  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაქვეყნებთ განხორციელებულ აქტივობებს.
     2015-2016 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული პროგრამა ვერ  დაძლია ორმა მოსწავლემ - ლუკა ლაგაზაშვილმა და ალიკ კასოიანმა, რომელიც შეუფასებელია და გაცდენების გამო მოუწევს ექსტერნის გამოცდების ჩაბარება.
  კლასის მოსწრება :                 10-ზე  - 2 მოსწავლე
                                                      9-ზე  - 7 მოსწავლე
                                           8-ზე - 4 მოსწავლე
ირველი სემესტრში კლასის ჯამური გაცდენა იყო   1784  საათი .
                                                                                                                     20/01/2016


                                                                     ნანა ბუჯიაშვილი


  ქალაქ თბილისის №29 საჯარო სკოლის
                                                                              დირექტორსირმა ჩარტიას,
                                               ამავე სკოლის მაემატიკის პედაგოგ
                 ნანა ბუჯიაშვილის
              
     2015-2016  სასწავლო წელს მათემატიკას ვასწავლი VI3 , XI1 ,  XII , XII1 , კლასებს.
 კათედრის გადაწყვეტილებითა და პედსაბჭოს დადგენილებით  სახელმძღვანელდ გამოვიყენეთ მათემატიკის სახემძღვანელო, გამომცემლობა ინტელექტი, ავტორები: გ. გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე, ი. მებონია, ლ. ქურჩიშვილი.
    ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული პროგრამა  VI კლასში ყველა მოსწავლემ დაძლია,  XI1  კლასში სალომე გოგოხიას, თეიმურაზ ისადიზს, კოტე გოლაძეს, ალექსანდრე სადირინს აქვს არადამაკმაყოფილებელი შეფასება,  XII კლასში გაცდენების გამო შეუფასებელია ორი მოსწავლე  თამარ ტელოიანი და დიდო გურჩიანი,  XII1   კლასში კი - ერთი მოსწავლე სოსო ტყეშელეშვილი.
    2015-2016 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დაიწერა გეგმით გათვალისწინებული 4 შემაჯამებელი წერა.
    შევავსე მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი, შევადგინე სამოქმედო გეგმა.
    ხელს ვუწყობ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, ვიყენებ თანამედროვე სწავლების სტრატეგიებს.  
     VI3 და XI1 კლასის მოსწავლეებმა( მაგდა მარიამიძე,  მარიამ მეტრეველი,  ანა ცქიფურიშვილი, ლუკა უგულავა, რატი გუგუტიშვილი, სალომე ბარამია, ლუკა უგულავა, მარიამ მესხიშვილი)  მონაწილეობა მიიღეს ,,კინგსის“ ოლიმპიადაზე, გადავიდნენ ოლიმპიადის მესამე ეტაპზე, სადაც გაიმარჯვა  და პირველი ხარისხის დიპლპმი მოიპოვა VI3    კლასის მოსწავლემ ლუკა უგულავამ.
                                                                        20/01/2016


                                                                     ნანა ბუჯიაშვილი