Friday, 10 July 2015

   ქალაქ თბილისის №29 საჯარო სკოლის
                             დირექტორს, ირმა ჩარტიას,
                                               ამავე სკოლის მატემატიკის პედაგოგ
                 ნანა ბუჯიაშვილის
             
  • 2014-2015  სასწავლო წელს მათემატიკას ვასწავლი  XI1 ,  XI2  , XII1 , Xკლასებს.
  • განათლების სამინისტროს მიერ აღნიშნულ კლასებში გაკვეთილები განისაზღვრა კვირაში 5 საათით.
  •  კათედრის გადაწყვეტილებითა და პედსაბჭოს დადგენილებით  სახელმძღვანელოდ გამოვიყენეთ მათემატიკის სახემძღვანელო, გამომცემლობა ინტელექტი, ავტორები: გ. გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე, ი. მებონია, ლ. ქურჩიშვილი.
  • ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული პროგრამა ყველა მოსწავლემ დაძლია, 2014-2015 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დაიწერა გეგმით გათვალისწინებული 4 შემაჯამებელი წერა, მეორე სემესტრში 6 შემაჯამებელი წერა. გამონაკლისია XII კლასი,სადაც მეორე სემესტრში დაიწერა 4 შემაჯამებელი წერა.
  • XIIკლასში ჩავატარე მათემატიკური ვიქტორინა, მოსწავლეებმა უპასუხეს ლოგიკურ ამოცანებს, შეავსეს კროსვორდები, გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი.  XII კლასის ყველა მოსწავლემ ჩააბარა კატის გამოცდა მათემატიკაში, მოსწავლეთა უმრავლესობამ დაიმსახურა 7 ან მეტი ქულა.
  • X1  კლასში განვახორციელეთ ინტეგრირებული პროექტი ( მათემატიკა, ქართული, ისტორია, ბიოლოგია) ''ჰარმონიული მოგზაურობა სამყაროში - ოქროს კვეთა''. შევქმენით ბლოგი.
  •  XIკლასში განვახორციელეთ პროექტი( ციფრული რესურსის გამოყენება) ''როგორ იწყებოდა და ვითარდებოდა გეომეტრია''. შევქმენით ბლოგი.
  •  ჩატრაებული სამუშაო შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად.
                                           
                                                                        18/06/2015


                                                                     ნანა ბუჯიაშვილი

No comments:

Post a Comment