Monday, 23 February 2015



 მშობლიური დღის აღსანიშნავად, სახელწოდებით

 "გავდევნოთ ენიდან ბარბარიზმები".

      (21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა) 

                                                                       
            


Wednesday, 18 February 2015

დღეს, მე-10 პირველ კლასში დავიწყეთ ინტეგრირებულ პროექტზე მუშაობა სახელწოდებით
''მათემატიკური მოგზაურობა ჰარმონიის სამყაროში''
კერძოდ, სიმეტრია და ოქროს კვეთა მათემატიკაში, ქართულში, ბუნებაში და ხელოვნებაში.


                                   







Sunday, 1 February 2015


ნიკოლოზ მუსხელიშვილი



                                ნიკოლოზ ივანეს ძე მუსხელიშვილი-ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი დაიბადა 1891 წლის 16 თებერვალს, ქალაქ თბილისში, სამხედრო ინჟინრის ივანე ლევანის ძე მუსხელიშვილის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო თბილისის მეორე გიმნაზიაში, სადაც სწავლობდა 1901-1909 წლებშიგიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1909 წელს, იგი უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც შედის პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.  1914 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დატოვებულ იქნა თეორიული მექანიკის კათედრაზე.  1921 წელს ნიკო მუსხელიშვილი დაბრუნდა თბილისში და ივანე ჯავახიშვილის მოწვევით მუშაობა დაიწყოთბილისის უნივერსიტეტში ჯერ დოცენტის, ხოლო 1922 წლიდან პროფესორის თანამდებობაზე.
   ძირითადი შრომები აქვს სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებში, მათემატიკურ ფიზიკასა და დრეკადობის თეორიაში. მუსხელიშვილს ფუძემდებლური გამოკვლევები აქვს დრეკადობის თეორიასა და ინტეგრალურ განტოლებებში, ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებში და სხვა. მუსხელიშვილმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის გამოყენება დრეკადობის თეორიისამოცანებისათვის, შემოიღო მრავალი მეთოდი, რომლებსაც წარმატებით იყენებენ მათემატიკის სხვა დარგებშიც, თეორიულ ფიზიკასა და მექანიკაში. მუსხელიშვილის შრომებში ამოხსნილია ბრტყელი დრეკადობის თეორიის ყველა ძირითადი ამოცანა სტატიკური შემთხვევისათვის. მან აღმოაჩინა არეთა ფართო კლასი, რომელთათვისაც ბრტყელი ამოცანა რედუცირდება ალგებრულ განტოლებათა სასრულ წრფივ სისტემაზე. მეტად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ანალიზური ფუნქციების წრფივი სასაზღვრო ამოცანებისა და ერთგანზომილებიანი განსაკუთრებული ბირთვების მქონე ინტეგრალურ განტოლებების თეორიაში. მას ეკუთვნის ინდექსის მნიშვნელოვანი ფორმულა სინგურალურ ინტეგრალურ განტოლებათა სისტემისათვის.
  მუსხელიშვილი ავტორია ფუნდამენტური სახელმძღვანელოებისა ანალიზურ გეომეტრიასა და თეორიულ მექანიკაში; მისი მონოგრაფია „დრეკადობის მათემატიკური თეორიის ზოგიერთი ძირითადი ამოცანა“ მეცნიერთა სამაგიდო წიგნად იქცა. იგი რამდენიმეჯერ იქნა გამოცემული და თარგმნილი მრავალ უცხო ენაზე. ნიკოლოზ მუსხელიშვილის ამ შრომამ, რომელიც მისი სამეცნიერო მოღვაწეობის გვირგვინს წარმოადგენს, უდიდესი გავლენა მოახდინა დრეკადობის თეორიის შემდგომ განვითარებაზე.[1]
  თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე (1957 წლიდან გარდაცვალებამდე). თეორიული და გამოყენებითი მექანიკის საერთაშორისო კავშირის ბიუროს წევრი (1960). სომხეთისა (1961) და აზერბაიჯანის (1972) მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი. ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის (1952), პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის (1960), ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის (1967) წევრი. სსრკ სახელმწიფო პრემია (19411947). ლომონოსოვის სახელობის ოქროს მედალი (1972), ტურინის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო პრემია და ოქროს მედალი „მოდესტო პანეტი“ (1969), სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის იან იესენიუსის სახელობის ოქროს მედალი (1970).

   საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის პრემია მათემატიკის, მექანიკისა და ფიზიკის დარგში (1977). 1977 წლიდან მუსხელიშვილის სახელი მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, თბილისის 55-ე საშუალო სკოლას. ნიკოლოზ მუსხელიშვილი 1976 წლის16 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თბილისში არის ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის ქუჩა.