ექსკურსია დავით გარეჯში
Thursday, 30 July 2015
Thursday, 23 July 2015
Wednesday, 22 July 2015
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში
წელს მათემატიკის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ტაილანდში, ჩიანგ მაიში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას 80 ქვეყნის ნაკრებთან ერთად საქართველოდან გამგზავრებული ახალგაზრდების 6-კაციანი ჯგუფიც იღებდა.
ქართველამა მოსწავლეებმა ოლიმპიადაზე კარგი შედეგი აჩვენეს და სამშობლოში 4 მედლით და ერთი სიგელით დაბრუნდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოსწავლეებმა
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ზურაბ მეშველიანი(კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე აჯარო სკოლა) არსანიშნავია, რომ,ზურაბი გასული წლის ოლიმპიადაზეც დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:
ალექსანდრე საათაშვილმა (კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა)
გიორგი ხოსროშვილმა(კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა)
გიორგი კლდიაშვილმა (ნიკოლაძის სახელობის სახელობის სკოლა-ლიცეუმი-ქუთაისი)
სიგელის მფლობელი გახდა საბა ძმანაშვილი(დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი)
გუნდის წევრების შერჩევას, წვრთნასა და ოლიმპიადაში მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად აფინანსებს
ვულოცავ მათ და მთელ საქართველოს ამ დიდ წარმატებას!
Wednesday, 15 July 2015
მათემატიკური კროსვორდები
მუდმივად ვფიქრობ და ვცდილობ, რომ გაკვეთილები იყოს მრავალფეროვანი და სახალისო. რაშიც მეხმარება კროსვორდები.
მოსწავლეებს დავყოფ 4-5 ჯგუფად, ვაძლევ სამუშაოდ წინასწარ შერჩეულ კროსვორდს. მოსწავლეები ხალისით ავსებენ პასუხებს, ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებას. გამოვლინდება გამარჯვებული ჯგუფი.
XI-XII კლასი
გეომეტრია
4. ბრუნვითი სხეული
5.ბრუნვითი სხეული
7. ბირთვის კვეთა სიბრტყით
8. ცილინდრის ფუძეებს შორის მანძილი
11. სიბრტყე, რომელიც კონუსის მსახველზე გადის ღერძული კვეთის მართობულად
12. ბირთვის საზღვარი
13. მონაკვეთი, რომელიც ბრუნვის დროს შემოწერს ცილინდრულ ზედაპირს
14. სხეული, რომლის დაყოფა შეიძლება სასრული რაოდენობის სამკუთხა პირამიდებად
ვერტიკალურად:
1. კონუსის წვეროდან ფუძეზე დაშვებული მართობი
2. მონაკვეთი, რომელიც ბირთვის ზედაპირის ორ წერტილს აერთებს და ცენტრზე გადის
3. კონუსის ფუძის შემომსაზღვრელი მრუდი
6. ცილინდრის ფუძეთა ცენტრებზე გამავალი წრფე
9. ცილინდრის ფუძე
10. მაეთკუთხა სამკუთხედის კათეტის ირგვლივ ბრუნვით მიღებული სხეული
11. სიდიდე, რომელიც ცილინდრის ფუძის ფართობის და სიმაღლის ნამრავლის ტოლია
XI-XII კლასი
ალგებრა
ვერტიკალურად:
3. განტოლება, რომელიც ცვლადს შეიცავს ფესვის ნიშნის ქვეშ
5. ზრდადია თუ კლებადი მაჩვენებლიანი ფუნქცია მთელ რიცხვით წრფეზე , როცა ფუძე a>1
6. ერთის ლოგარითმი ნებისმიერი დასაშვები ფუძით
7. ლოგარითმის სახელწოდება, როცა ლოგარითმის ფუძე е -ს ტოლია
12. ინგლისელი მათემატიკოსი, რომელმაც პირველად შემოიტანა ლოგარითმის ცნება
13. მაჩვენებლიანი ფუნქცია ზედადია თუ კლებადი, როცა ხარისხის ფუძე 0<a<1
1. y=ax ,a≠1, a>0
ფუნქციის სახელწოდება
2. რიცხვის ლოგარითმის მნიშვნელობა, როცარიცხვი და ფუძე ტოლია
3. ღია შუალედის სახელწოდება
4. მე-17 საუკუნის გერმანელი მათემატიკოსი, რომელიც გალოგარითმების წესების გამოყენებით ხსნიდა მაჩვენებლიან განტოლებებს
8. ლოგარითმის სახელწოდება, როცა ფუძე 10-ის ტოლია
9. ფუნქციის სახელწოდება, სადაც a≠1, a>0, x>0
10. ირაციონალური განტოლების ამოხსნის შედეგად მიღებული ფესვი, რომელიც ამ განტოლებას არ აკმაყოფილებს
11. ფუნქცია, რომელიც ყოველ თავის მნიშვნელობას ღებულობს განსაზღვრის არის ერთადერთ წერტილში
ვრცლად იხილეთ გვერდზე ''ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები''.
Subscribe to:
Posts (Atom)



